ფასადების წმენდა - Skyservice.ge - სასიმაღლო სამუშაოები. ფასადების წმენდა

ფასადების წმენდა

ფასადების წმენდა
04/10/2025

ფასადების წმენდა

“აქსის თაუერის” პედესტალის ფასადის წმენდა “სქაი სერვისის” ალპინისტების მიერ.

შპს “სქაი სერვისი” ინდუსტრიულ ალპინიზმში 19 წელია რაც პროფესიონალი ალპინისტების მომსახურებას გთავაზობთ. სერტიფიცირებული ალპინისტთა გუნდი მუშაობს ნებისმიერი სახის და სირთულის სასიმაღლო სამუშაოებზე: ფასადების წმენდა სიმაღლეზე.  ბანერის მონტაჟი/დემონტაჟი. ფასადის ღებვა და სამღებრო სამუშაოები სიმაღლეზე. განათების მონტაჟი/დემონტაჟი და ა.შ.

ჩვენი ალპინისტები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რაც განაპირობებს ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარიხს.

კომპანიის თანამშრომლები იცავენ უსაფრთხოების ყველა წესს.

ალპინისტების მომსახურება საქართველოს მასშტაბით.

დაგვიკავშირდით:597 222 574

ეწვიეთ ჩვენს Facebook ვებგვერდს: https://www.facebook.com/skyservice11

ვიდეოები გალერეაში: https://skyservice.ge/gallery/

 

 

 

საინტერესო ფაქტები მინის შესახებ

თანამედროვე არქიტექტურაში ფართოდ გამოიყენება მინა.

შენობებში ის გვხვდება ფანჯრების, ვიტრინების და შემინული ფასადების სახით.

ქიმიური შემადგენლობით მინა წარმოადგენს სილიციუმის ორჟანგის და სხვადასხვა მინერალების შენადნობს.

ქიმიური სტრუქტურის მიხედვით სხვადასხვა სახის  მინის შემადგენლობა განსხვავდება,  არსებობს: ნაწრთობი, უწრთობი, სარკისებური, გამჭვირვალე, დამუქებული და ასე შემდეგ.

შენობები რომლებსაც აქვთ შემინული ფასადები, გამოირჩევიან სილამაზით და ეფექტურობით.

აუცილებელია შემინული ფასადების და ფანჯრების მოვლა, რაც გამოიხატება მათ პერმანენტულ დასუფთავებაში.

ჭუჭყიანი ფასადი არის ძალზედ შეუხედავი, ამასთანავე ხანგრძლივი დაბინძურების პირობებში, მინაზე ხდება ქიმიური ზემოქმედება. კერძოდ, მტვერში არსებული მარილები,  რომელიც მინაზეა ჩამჯდარი, მზის და ნალექების ზემოქმედებით აღწევს მინის ტექსტურის მიკრო ფორებში სადაც სილიციუმის ოქსიდთან წარმოქმნის კომპლექს ნაერთებს. შუშა კარგავს გამჭვირვალობას და ბზინვარებას და მას ეძლევა დაბურული შეხედულება.

წვიმის წყალი არის გამოხდილი, რომელიც არ შეიცავს მარილებს და ასეთი წყალი არ ახდენს შუშების დაზიანებას. მაგრამ ქალაქების პირობებში, რომლის ჰაერიც საკმაოდ დაბინძურებულია სამშენებლო და ჩვეულებრივი მტვერით საქმე სხვაგვარადაა.

მტვერში არსებული მარილები წყლის და მზის ზემოქმედებით აღწევს მინის ტექსტურის მიკრო ფორებში წარმოქმნის სილიციუმის ოქსიდთან კომპლექსნაერთებს და მინაზე ჩნდება ნალექი (თითქოს მინა დაბურულია).

ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემინული ფასადების და ფანჯრების მოვლა. საჭიროა მათი რეცხვა მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ.

ბევრი შენობა ფასადების მუდმივი სისუფთავის შესანარჩუნებლად ირეცხება წელიწადში 4-ჯერ, 6-ჯერ და ყოველთვეც კი.

თუ მინაზე წარმოქმნილია ნადები, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია მექანიკური და ქიმიური გზით.

ქიმიური მეთოდის დროს გამოიყენება აგრესიული სითხეები (მჟავები), მაგრამ ეს მეთოდი სახიფათოა, როგორც მასზე მომუშავე პერსონალისთვის ასევე ფასადის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა მასალებისთვის ( ნიკელი, სპილენძი და სხვადასხვა ფაქიზი მასალები).

მექანიკურ მეთოდებს მიეკუთვნება, პოლირების მეთოდი. ელექტრო ბურღზე დამაგრებულ უხეშ ზედაპირიან ღრუბელზე, ეგრედწოდებული „პადიზე“ ხდება სპეციალური სუსპენზიის (პასტის) დატანა და ხანგრძლივი ბრუნვის შედეგად ხდება მინების პოლირება, მინის დაზიანებული ზედაპირების მოცვეთა, პოლირება.

ნადების ქიმიური და მექანიკური მოცილების პროცესები არის ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული.

გამომდინარე აქედან, მინის ფასადების და ფანჯრების სისტემატიური მოვლა მათი ბზინვარების შესანარჩუნებლად უკეთესი გამოსავალია, რადგან ერთის მხრივ შენობები გამოიყურებიან ლამაზად და მეორეს მხრივ არ ხდება მინების დაზიანება და მათზე ნადების წარმოქმნა.

 

 

 

შესრულებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალი:

დაშბაშის კანიონის ხიდი. სამონტაჟო სამუშაო სიმაღლეზე. https://www.facebook.com/skyservice11/videos/844404996696093

სხვა ალპინისტური სამუშაოები დაშბაშის ხიდზე. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1022456382582803

კომპლექსი “Kind David”-ის ფანჯრის შეცვლა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1535250843890048

ბათუმის ჰილტონის ფასადის წმენდა ალპინისტების მიერ. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1420457578647288

მერიის შენობის ფასადის ფილების გამაგრება. https://www.facebook.com/share/v/1AzM2S2xEy/
“აქსის თაუერის” ფასადის წმენდა ინდუსტრიული ალპინისტების მიერ.    https://www.facebook.com/skyservice11/videos/1344018026994937
ბიზნესცენტრი “ილიარდის” ფასადის რეცხვა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/577829031673448
ენერგეტიკული კორპორაციის საკვამური მილის რეაბილიტაცია. https://www.facebook.com/skyservice11/videos/3403545766596471
სასტუმრო ”ბილტმორის” შემინული ფასადის წმენდა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/247830677810711
გმირთა მოედნის მემორიალის წმენდა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1231712740779036
ბიზნეს ცენტრი “პიქსელის” შემინული ფასადის წმენდა.  https://www.facebook.com/skyservice11/videos/1499874963822428
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ფანჯრების წმენდა ალპინისტების მიერ. https://www.facebook.com/share/v/1AQk18cFHQ/
სარეკლამო ბანერის მონტაჟი.  https://www.facebook.com/skyservice11/videos/661356425560517
საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების შენობის გუმბათის წმენდა.   https://www.facebook.com/skyservice11/videos/2777232705747235
კომპლექსი “Kind David”-ის ფასადის წმენდა.  https://www.facebook.com/skyservice11/videos/788927695526216
ბიზნეს ცენტრის წმენდა. https://www.facebook.com/share/v/1HBTnMDPh9/
სასტუმრო ჰილტონის ფასადის წმენდა.  https://www.facebook.com/skyservice11/videos/639320904720593
შემინული ფასადის წმენდა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/755191082733792
“აქსის თაუერის” ფასადის წმენდა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/464695112404209