თანამედროვე არქიტექტურაში ფართოდ გამოიყენება მინა.
შენობებში ის გვხვდება ფანჯრების, ვიტრინების და შემინული ფასადების სახით.
ქიმიური შემადგენლობით მინა წარმოადგენს სილიციუმის ორჟანგის და სხვადასხვა მინერალების შენადნობს.
ქიმიური სტრუქტურის მიხედვით სხვადასხვა სახის მინის შემადგენლობა განსხვავდება, არსებობს: ნაწრთობი, უწრთობი, სარკისებური, გამჭვირვალე, დამუქებული და ასე შემდეგ.
შენობები რომლებსაც აქვთ შემინული ფასადები, გამოირჩევიან სილამაზით და ეფექტურობით.
აუცილებელია შემინული ფასადების და ფანჯრების მოვლა, რაც გამოიხატება მათ პერმანენტულ დასუფთავებაში.
ჭუჭყიანი ფასადი არის ძალზედ შეუხედავი, ამასთანავე ხანგრძლივი დაბინძურების პირობებში, მინაზე ხდება ქიმიური ზემოქმედება. კერძოდ, მტვერში არსებული მარილები, რომელიც მინაზეა ჩამჯდარი, მზის და ნალექების ზემოქმედებით აღწევს მინის ტექსტურის მიკრო ფორებში სადაც სილიციუმის ოქსიდთან წარმოქმნის კომპლექს ნაერთებს. შუშა კარგავს გამჭვირვალობას და ბზინვარებას და მას ეძლევა დაბურული შეხედულება.
წვიმის წყალი არის გამოხდილი, რომელიც არ შეიცავს მარილებს და ასეთი წყალი არ ახდენს შუშების დაზიანებას. მაგრამ ქალაქების პირობებში, რომლის ჰაერიც საკმაოდ დაბინძურებულია სამშენებლო და ჩვეულებრივი მტვერით საქმე სხვაგვარადაა.
მტვერში არსებული მარილები წყლის და მზის ზემოქმედებით აღწევს მინის ტექსტურის მიკრო ფორებში წარმოქმნის სილიციუმის ოქსიდთან კომპლექსნაერთებს და მინაზე ჩნდება ნალექი (თითქოს მინა დაბურულია).
ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემინული ფასადების და ფანჯრების მოვლა. საჭიროა მათი რეცხვა მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ.
ბევრი შენობა ფასადების მუდმივი სისუფთავის შესანარჩუნებლად ირეცხება წელიწადში 4-ჯერ, 6-ჯერ და ყოველთვეც კი.
თუ მინაზე წარმოქმნილია ნადები, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია მექანიკური და ქიმიური გზით.
ქიმიური მეთოდის დროს გამოიყენება აგრესიული სითხეები (მჟავები), მაგრამ ეს მეთოდი სახიფათოა, როგორც მასზე მომუშავე პერსონალისთვის ასევე ფასადის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა მასალებისთვის ( ნიკელი, სპილენძი და სხვადასხვა ფაქიზი მასალები).
მექანიკურ მეთოდებს მიეკუთვნება, პოლირების მეთოდი. ელექტრო ბურღზე დამაგრებულ უხეშ ზედაპირიან ღრუბელზე, ეგრედწოდებული „პადიზე“ ხდება სპეციალური სუსპენზიის (პასტის) დატანა და ხანგრძლივი ბრუნვის შედეგად ხდება მინების პოლირება, მინის დაზიანებული ზედაპირების მოცვეთა, პოლირება.
ნადების ქიმიური და მექანიკური მოცილების პროცესები არის ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული.
გამომდინარე აქედან, მინის ფასადების და ფანჯრების სისტემატიური მოვლა მათი ბზინვარების შესანარჩუნებლად უკეთესი გამოსავალია, რადგან ერთის მხრივ შენობები გამოიყურებიან ლამაზად და მეორეს მხრივ არ ხდება მინების დაზიანება და მათზე ნადების წარმოქმნა.
შპს “სქაი სერვისი” ინდუსტრიულ ალპინიზმში 19 წელია რაც პროფესიონალი ალპინისტების მომსახურებას გთავაზობთ. სერტიფიცირებული ალპინისტთა გუნდი მუშაობს ნებისმიერი სახის და სირთულის სასიმაღლო სამუშაოებზე: ფასადების წმენდა ალპინისტების მიერ. ბანერის მონტაჟი/დემონტაჟი. ფასადის ღებვა და სამღებრო სამუშაოები სიმაღლეზე. განათების მონტაჟი/დემონტაჟი და ა.შ.
ჩვენი ალპინისტები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რაც განაპირობებს ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარიხს.
კომპანიის თანამშრომლები იცავენ უსაფრთხოების ყველა წესს.
ალპინისტების მომსახურება საქართველოს მასშტაბით.
დაგვიკავშირდით: 597 222 574
ეწვიეთ ჩვენს Facebook ვებგვერდს: https://www.facebook.com/skyservice11
ვიდეოები გალერეაში: https://skyservice.ge/gallery/
დაშბაშის კანიონის ხიდი. სამონტაჟო სამუშაო სიმაღლეზე. https://www.facebook.com/skyservice11/videos/844404996696093
სხვა ალპინისტური სამუშაოები დაშბაშის ხიდზე. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1022456382582803
კომპლექსი “Kind David”-ის ფანჯრის შეცვლა. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1535250843890048
ბათუმის ჰილტონის ფასადის წმენდა ალპინისტების მიერ. https://www.facebook.com/skyservice11/videos/1420457578647288
შპს „სქაი სერვისი“ 2024 © ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია SAITI.COM.GE -ში